უნდა გაეყვანა თუ არა კვარაცხელია კონტეს იუვენტუსთან? - კაპელოს პასუხი » სპორტის ხაზი

უნდა გაეყვანა თუ არა კვარაცხელია კონტეს იუვენტუსთან? - კაპელოს პასუხი

უნდა გაეყვანა თუ არა კვარაცხელია კონტეს იუვენტუსთან? - კაპელოს პასუხი
გუშინ, 18:39
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-5 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ტურინის იუვენტუსს ეწვია და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

როგორც გახსოვთ, ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ნაადრევად, კერძოდ 72-ე წუთზე დატოვა, რაც თავიდან ბოლომდე კონტეს გადაწყვეტილებას ექვემდებარებოდა, ამასთან დაკავშირებით კი კომენტარი ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ გააკეთა.

ხვიჩა კვარაცხელიას გაყვანა? დიახ, კონტე იმ მომენტში სწორად მოიქცა. ზოგადად, თუ შემტევი ტრიო პროდუქტიულად ვერ თამაშობს, მაშინ მათი გამოცვლა უნდა დაიწყო, რათა თამაშში სიახლე შეიტანო.

- თქვა კაპელომ.

სხვათა შორის, კაპელომ კვარაცხელიასთან ერთად ლუკაკუც ახსენა და ბელგიელს მწვავე კრიტიკაც მიუძღვნა. ფაბიოს მიაჩნია, რომ მაღალი დონის დაცვას ბელგიელის გაქრობა მარტივად შეუძლია, რაც იუვენტუსის მცველებმა გააკეთეს კიდეც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი