როგორც იცით, ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლი დროებით დატოვა და ახლა იჯარის წესით თურქეთის ლიგაში, კერძოდ გალათასარაიში თამაშობს.
6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ნიგერიელი ნაპოლიში დაბრუნდება, ოღონდ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ახალ კლუბში ოფიციალურად გადავიდეს.
სულ ცოტა ხნის წინ Areanapoli-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიქტორ ოსიმენის დამატებით ტურინის იუვენტუსია დაინტერესებული.
საქმე ისაა, რომ იუვეს ფორვარდ დუშან ვლაჰოვიჩს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მისი ჩანაცვლება კი სწორედ კვარას ძველი მეგობრით იგეგმება.