UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ რამდენიმე დღის წინ ფეხბურთისთვის რევოლუციური იდეა წამოაყენა.
მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუ გუნდები სასტარტო შემადგენლობის მოთამშეების რაოდენობას შეამცირებენ.
"ალბათ, გუნდებმა 10-10-ზე თამაში უნდა დაიწყონ. 100 წელზე მეტია რაც გუნდების სასტარტო შემადგენლობა 11 კაცისგან შედგება, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ ფეხბურთელები ნაკლებს და ბევრად ნელა დარბოდნენ ვიდრე დღეს - ისინი ფიზიკურად სუსტები იყვნენ", - განაცხადა პლატინიმ.