მიშელ პლატინიმ თანამედროვე ფეხბურთის სანახაობრიობაზე ისაუბრა.
"ევროპის ჩემპიონატი წარუმატებელი გამოდგა. მხოლოდ ესპანეთის ნაკრები მომეწონა და ისიც ათიანის გარეშე თამაშობდა.
დღესდღეობით აღარ არსებობს საფეხბურთო მრავალფეროვნება. ყველა თამაშობს, როგორც პეპი. ადრე იყო დრიბლინგები და სილამაზე, ერთი-ერთზე და სწრაფი მოქმედებები. ახლა ყველაფერი ერთნაირია.
პეპი კარგად მუშაობს, მაგრამ ის ადაპტირდება თავის მაღალხარისხოვან ფეხბურთელებთან. სხვები ცდილობენ იგივე გააკეთონ იგივე ხარისხის მოთამაშეების გარეშე.
ეს ყველაფერი კი მოსაბეზრებელია. დღეს მცველებს ბურთის ფლობით აფასებენ და არა იმით, თუ რამდენად კარგად იცავენ. ფეხბურთს ნამდვილი მცველები სჭირდება. ამას ისიც ემატება, რო ძალიან ბევრი სამი დაცვითი ტიპის ნახევარმცველით თამაშობს." - თქვა პლატინიმ.