რამდენიმე წუთის წინ ფიფამ განახლებული მსოფლიოს რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები 4 პოზიციითაა დაწინაურებული!
ვილი სანიოლის გუნდი აქამდე 70-ე ადგილს იკავებდა, ჩეხეთთან და ალბანეთთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ კი ნაკრები 66-ე ადგილზე გადავიდა.
ცნობისთვის, საქართველოზე მაღლა მყოფი უახლოესი ნაკრებები კაბო ვერდე, ფინეთი, ბურკინა ფასო, ირლანდია და სხვები არიან. წესით, ბოლოდროინდელი პროგრესიდან გამომდინარე საქარათველოს არც მათი ჩამოშორება უნდა გაუჭირდეს!
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები ყველაზე მაღლა 42-ე პოზიციაზე ყოფილა.
იხილეთ ფოტო