საქართველოში ავსტრიის საელჩო ოთარ კიტეიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში საქებარ და პოზიტიურ პოსტს აქვეყნებს.
ვულოცავთ საქართველოს ეროვნული ნაკრებსა და მის ყველა გულშემატკივარს ერთა ლიგის ფარგლებში ზედიზედ მეორე ბრწყინვალე გამარჯვებას.
განსაკუთრებით ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, ჩემპიონი კლუბის, გრაცის „შტურმის“ქართველი „ჯადოქარი ნახევარმცველით“ და 2023/2024 წლის სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელით, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა.
- წერს საელჩო.
გასაკვირი სულაც არ არის, რომ კიტეიშვილს დიდი დაფასება აქვს და არც ის გვიკვირს, რომ სანიოლმა მას ევროპის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი უწოდა.