ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმმა" შინ "ტიროლი" მიიღო და მაშინ , როცა შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლომდე 0:2 მარცხდებოდა, ქართველი ნახევარმცველის გოლისა და საგოლე გადაცემის წყალობით, თამაში შემოატრიალა და 4:2 იმარჯვა.
"რთული თამაში გამოდგა, ეს ჩვენი ბრალია. პირველი ტაიმი მიუხედავად იმისა, რომ კარგად დავიწყეთ. ორი გოლის გაშვების შემდეგ ენერგია გამოგვეცალა, მაგრამ თავდაჯერება პირველი ტაიმის ბოლოს კიტეიშვილის გოლის წყალობით დავიბრუნეთ. მეორეგ ტაიმში ულფრო აგრესიულად ვითამაშეთ." - თქვა გრაცელთა თავკაცმა, კრისტიან ილცერმა, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კიტეიშვილზე.