იტალიელი სპეციალისტი სტეფანო პიოლი საუდის არაბეთის ლიგის გუნდს, ალ ნასრის ჩაიბარებს, სადაც კრიშტიანო რონალდო თამაშობს, – ინფორმაციას გამოცემა Okaz Sport-ი ავრცელებს.
ამჟამად არაბულ გუნდს ლუის კასტრო წვრთნის, რომელიც, კლუბის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, თანამდებობას მალე დატოვებს, რადგან ალ ნასრიმ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და ორი ტურის შემდეგ ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.
რაც შეეხება სტეფანო პიოლის, მან მილანი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. ის იტალიურ გუნდს 2019 წლიდან ავარჯიშებდა, ხოლო 2022 წელს როსონერის იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.