ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მოთამაშემ, დანი კარვახალმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"რეალში მრავალი წლით მინდა დარჩენა. როცა "რეალიდან" წავალ, სხვა ევროპულ კლუბში თამაშს არ ვაპირებ, თუმცა შეიძლება MLS-ში წავიდე, არჩევანი შეზღუდულია.
ალბათ, სულ სამი ვარიანტი მექნება, თუმცა ჯერ წასვლა არ მსურს, ვინაიდან "რეალთან" კონტრაქტი მომავალ წლამდე მაქვს, ასე რომ კარიერის დასრულებაზეც ჯერ არ ვფიქრობ." - თქვა გამოცდილმა მცველმა.