"მამარდაშვილი ბევრად მეტი ღირს, ვიდრე აფასებენ" - ფაბრიციო რომანო ქართველ მეკარეზე » სპორტის ხაზი

"მამარდაშვილი ბევრად მეტი ღირს, ვიდრე აფასებენ" - ფაბრიციო რომანო ქართველ მეკარეზე

"მამარდაშვილი ბევრად მეტი ღირს, ვიდრე აფასებენ" - ფაბრიციო რომანო ქართველ მეკარეზე
4-09-2024, 13:33
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ 2024 წლის 10 საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა და გასაკვირი არაა რომ ამ ათეულში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ახალწვეულის, გიორგი მამარდაშვილის სახელსაც ვხედავთ.

"ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილის სახით კონტრაქტი სუპერმოთამაშესთან გააფორმა. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ დაუფასებელი ტრანსფერია, რადგან ის მომავალში კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება.

ვფიქრობ, მამარდაშვილი ბევრად მეტი ღირს, ვიდრე ლივერპულმა ფეხბურთელში გადაიხადა. ის არის ფეხბურთელი, მისი ფასი მომავალში გაორმაგდება.

ალისონის მიუხედავად, ერთი თვალი მომავლისკენაა მიპყრობილი და როცა ამის დრო დადგება, მამარდაშვილი ჩინებული შემცვლელი იქნება."
- თქვა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი