ესპანური მედია საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ საუბრობს.
25 წლის ქართველმა ფეხბრუთელმა "ეიბართან" მატჩში საგოლე პასის გაკეთება შეძლო და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
"გიორგი ქოჩორაშვილმა მოედნის ყველა ნაწილში მოძრაობდა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. ძალიან სწრაფად გადაადგილდება, ენერგიულად და ბოლომდე.
ქოჩორაშვილი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას წარმოაჩენს და ეს "ლევანტესთვის" ნამდვილი საჩუქარია." - წერენ ესპანურ გამოცემაში.