გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა ჩემპიონშიფის სეზონი წარმატებულად დაიწყო - ინგლისური გუნდი მე-4 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და უახლოეს მდევარს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
ახალი სეზონი წარმატებულია თავად გიორგისთვისაც, რომელმაც 1 გოლი და 1 ასისტი უკვე მიითვალა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩემპიონშიპში განვლილი 4 ტურის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძეს ლიგაში ყველაზე მეტი (13) შექმნილი შანსი აქვს.