"მისი თამაში გაშიფრეს და ამის გაკეთებას ვურჩევდი" - კანავაროს რჩევა ხვიჩა კვარაცხელიას » სპორტის ხაზი

"მისი თამაში გაშიფრეს და ამის გაკეთებას ვურჩევდი" - კანავაროს რჩევა ხვიჩა კვარაცხელიას

"მისი თამაში გაშიფრეს და ამის გაკეთებას ვურჩევდი" - კანავაროს რჩევა ხვიჩა კვარაცხელიას
25-08-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველ შემტევს რჩევაც მისცა.

"ხვიჩამ წინა სეზონის მეორე ნახევრის გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს და გამოიყენოს. იმისათვის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს, თამაში უბრალოდ უნდა გაამარტივოს - როდესაც იტალიაში ყველამ გაშიფრა ხვიჩას თამაში, მასთან მჭიდრო თამაში დაიწყეს.

მსგავს სიტუაციებში არ არის საჭირო ბურთი დაკარგვამდე ათრიო. ჯობია მარტივი პასი გააკეთო და თანაგუნდელებს უკეთეს პოზიციაში გაეხსნა. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე განსხვავებებს ქმნის
", - განაცხადა კანავარომ.

შეგახსენებთ, ნაპოლი სერია ა-ს პირველ ტურში ვერონასთან 3:0 დამარცხდა და ამ მომენტისთვის მე-18 პოზიციაზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი