პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტიში ილქაი გიუნდოგანის დაბრუნებაზე ისაუბრა.
"გიუნდოგანის დაბრუნება მარტივი საქმე გამოდგა. როგორც კი შეტყობინება მივიღე ილქაისთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ დავთანხმდი.
"ბარსელონაში" მშვენივრად ითამაშა და ვიცი, რამდენად კონკურენტუნარიანია. მის შესაძლებლობებს ვიცნობ.
გიუნდოგანმა სიტის ფილოსოფიის შესახებ ყველაფერი იცის და ადაპტირებისთვის დრო არ სჭირდება. გუნდში ყველა ძალიან ბედნიერია მისი დაბრუნებით." - თქვა გვარდიოლამ.