საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის პირველივე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა "ხიხონის" წინააღმდეგ შეუცვლელად ჩაატარა და საჯარიმო დარტყმიდან ლამაზი გოლის გატანაც შეძლო.