გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ვალენსია და ლივერპული გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით შეხვედრას დღესაც გამართავენ.
ყველა მხარეს სურს, რომ შეთანხმება ამ კვირაში შედგეს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ქართველი მეკარე ვალენსიაში კიდევ 1 წლით, იჯარის წესით დარჩენას მოახერხებს.
სწორედ ეს მოთხოვნა ჰქონდა მამარდაშვილს ლივერპულთან - ახალგაზრდა მეკარეს ბორნმუთში ერთი სეზონის გატარება არ სურდა და როგორც ჩანს, ინგლისური გრანდი გიორგის ამ მოთხოვნას დათანხმდა.
ერთი სიტყვით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ყველაფერს უახლოეს დღეებში შევიტყობთ.