ფრანგული L'equipe-ს ჟურნალისტმა, გრეგორი შნაიდერმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი გარკვეულად გააკრიტიკა კიდეც.
ამ ფეხბურთელს თვალს ხშირად ვადევნებდი. მას შეუძლია, რომ არასტანდარტული გადაწყვეტილებები მიიღოს და მეტოქეები გააქროს, თუმცა ბოლო ფაზაში ცივსისხლიანი არ არის და ვერც ეფექტურს ვუწოდებდი.
მიქაუტაძეს ხშირად ახასიათებს კარგი მომენტების განიავება და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც აიაქსში აკრიტიკებდნენ, ეს ზუსტად ვიცი.
- თქვა შნაიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ლიონთან ერთად მიქაუტაძეს პირველი შეხვედრა საკმაოდ ცუდი გამოუვიდა. ქართველმა რენის კარში პენალტი ვერ გაიტანა და ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.