შვეიცარიის საფეხბურთო ლეგენდამ, იან სომერმა, სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა და გულშემატკივრებს გამოუცხადა.
"ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, დავასრულო კარიერა ეროვნულ ნაკრებში. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო 12 წლის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის წარდგენა საერთაშორისო დონეზე. კიდევ ერთი გრანდიოზული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოთხოვების დრო დადგა."
იან ზომერს 2012 წლის 30 მაისს ჰქონდა დებიუტი ნაკრებში, სულ მან ქვეყნის პირველ გუნდში 94 მატჩი ჩაატარა და 92 გოლი გაუშვა. 35 მატჩში ზომერმა კარი მშრალად შეინახა.