გასულ წელს, თბილისის მერმა კახი კალაძემ “იმედის” ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა.
ერთ-ერთ ეპიზოდში, კალაძემ კვარას მილანში შესაძლო ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ იტალიური გუნდის წარმომადგენლები ქართველის შეძენით ნამდვიალდ იყვნენ დაინტერსეებულები.
"როდესაც ჯენარო გატუზო ნაპოლის წვრთნიდა, მასთან და ტექნიკურ დირექტორთანაც არაერთხელ მისაუბრია ხვიჩას თაობაზე. ისინი კვარაცხელიას აქტიურად აკვირდებოდნენ, თუმცა ჩემი აზრის მოსმენაც სურდათ. გარდა ამისა, მალდინისაც ველაპარაკე, თუმცა “მილანმა” თავი შეიკავა და მათი მესმის, რადგან ამ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რაფაელ ლეაო ჰყავთ. შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელიას ჩემგან ყოველთვის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა", - განაცხადა კალაძემ.