დღეს, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის ახალ სეზონს ოფიციალურად იწყებს. აღნიშნული შეხვედრა 23:30-ზე დაიწყება.
"ღამურები" მესტალიაზე ჰანსი ფლიკის ბარსელონას მიიღებენ და სეზონის ხმაურიანი გამარჯვებით დაწყებას შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ უცხოური გამოცემები ვალენსიას კარში დიმიტრიევსკის ელიან და არა გიორგი მამარდაშვილს, რაც მხოლოდ ერთ ფაქტორზე მიანიშნებს.
წესით, თუ ასე მოხდა, ეს იქნება მინიშნება იმაზე, რომ მამარდაშვილი ვალენსიადან მართლაც მიდის, მისი მომდევნო გაჩერება კი ლივერპული იქნება.