"ბორნმუთმა" კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა.
ბორნმუთელებმა 47 მილიონი ევრო გადაუხადეს "პორტუს" (+10% მომავალი გაყიდვიდან) 24 წლის ბრაზილიელ ფორვარდ ევანილსონისთვის.
ბორნმუთს მსგავსი თანხა აქამდე არასდროს გადაუხდია, აქამდე ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებად ინგლისური კლუბისთვის 2018 წელს ესპანურ ლევანტესთან გარიგება ითვლებოდა, როდესაც ბორნმუთმა ჯეფერსონ ლერმას სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი გაიღო.