ბრაზილიის ნაკრებისა და "ბენფიკას" 27 წლის გარემარბი, დავიდ ნერეში, "ნაპოლისთან" ძალიან ახლოსაა.
30 მილიონი ევროს ღირებულების გარიგების საბოლოო დეტალები სავარაუდოდ მომდევნო 48 საათში დაზუსტდება და გარიგებაც გაოფიციალურდება.
სავარაუდოა ისიც, რომ ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას კვირას გაივლის
ნერეშს აქამდე "სან პაულუში", "აიაქსში", "შახტარში" უთამაშია, ხოლო "ბენფიკას" ღირსებას 2022 წლიდან იცავს.