პორტუგალიელი ჟურნალისტის, პედრო ალმეიდას ინფორმაციით, ნაპოლი საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რომ დავიდ ნერეში დაიმატოს.
ნერეში ბენფიკას ფეხბურთელი გახლავთ, მისი გამორჩეული პერიოდი კი ამსტერდამის აიაქსს უკავშირდება, რის შემდეგაც 27 წლის მოთამაშე დიდი სცენიდან თითქოს გაქრა, თუმცა მის მიმართ ინტერესი კვლავ გაზრდილი და გააქტიურებულია.
ალმეიდა ამბობს, რომ თავად ნერეშს ნაპოლის ვარიანტი ძალიან მოსწონს და სხვა კლუბში გადასვლას არც კი განიხილავს.
წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისს ბრაზილიელი გარემარბის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს.