გუშინ, 13 აგვისტოს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ სტადიაზე, მოლდოვური "პეტროკუბი", უელსის "ტნს-ს" ესტუმრა, შეხვედრა 0:0, ხოლო ორი მატჩის ჯამში მოლდოველთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
ამრიგად, "პეტროკუბი" გახდა მეორე მოლდოვური კლუბი, "შერიფის" შემდეგ, რომელმაც ევროტურნირზე გასვლა მოახერხა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამარჯვებულთა სამატჩო განაცხადში, მხოლოდ და მხოლოდ სამი ლეგიონერი იყო, რომელთაგან სასტარტო თერთმეტეულში ერთი მოხვდა.