სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ნიდერლანდების მეორე დივიზიონში დაქვეითებულ, თუმცა ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ კარგად ცნობილ არნემის ვიტესში მორიგი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა.
ვიტესში 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველი, ირაკლი ეგოიანი ჩაირიცხა, საიდანაც 20 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდური ტვენტედან გადავიდა.
ირაკლი ეგოიანმა ვიტესში გადასვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გარკვეული საკითხების მოგვარების შემდეგ, ახალი კონტრაქტის გაფორმება შემიძლია. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი დავიცვა ისეთი გუნდის ღირსება, როგორიც "ვიტესია". მინდა, რომ გუნდის მხრიდან ჩემი მისამართით გამოცხადებული ნდობა გავამართლო, მიღებული შანსი გამოვიყენო და ნახევარდაცვის ზონაში "ვიტესისთვის" სარგებლის მოტანა შევძლო.
- თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ვიტესში თავის დროზე ისეთ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია არიან.