იტალიური გამოცემა faziosi ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურებაზე წერს და დაუჯერებლად მიაჩნია ფაქტი, რომ ქართველი ნაპოლიში ასე ცოტას გამოიმუშავებს.
"წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია - ხვიჩა კვარაცხელია მაიკლ ფოლორუნშონზე დაბალ ანაზღაურებას იღებს. ფოლორუშნო ნაპოლის საკუთრებაა, მაგრამ იტალიური კლუბი ფეხბურთელს 2019 წლიდან დღემდე ყოველ სეზონში ანათხოვრეს", - წერს გამოცემა.
მათივე მტკიცებით, მაიკლი წელიწადში თითქმის 2 მილიონს გამოიმუშავებს, ხვიჩა კი ამდენსაც ვერა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას აგენტები და ნაპოლის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, თუმცა, ამ დრომდე კონკრეტული არაფერია.