Corriere dello Sport-მა ნაპოლის ბოლო ამხანაგური დაპირისპირებისა და ხვიჩა კვარაცხელიას როლის შესახებ დაწერა.
ნაპოლიმ უკანასკნელი მატჩი ალბანურ ეგნატიასთან 28 ივლისს გამართა და მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით, 4:0 დაამარცხა, იტალიელებმა კი ამ თამაშიდან სწორედ ქართველის პერფორმანსი გამოარჩიეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ ის ახალი ფორმაციის უპირობო ლიდერი და ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელი იქნება.
რასაც კონტე ითხოვს, სისასტიკეს და ხელმისაწვდომობას, ხვიჩა კვარაცხელიას ყველაფერი აქვს სათამაშო არსენალში. შესაბამისად, გუნდის წარსულისთვის, აწმყოსა და მომავლისთვის მასზე კარგი არავინ მოიძებნება.
- წერს იტალიური მედია.