როგორც საფეხბურთო პორტალმა, კერძოდ Whoscored-მა დაწერა, კვარაცხელია ევროპის წამყვანი ჩემპიონატების ტოპ 5 ფეხბურთელში ახალი მიღწევით მოექცა.
მათი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელმა ევროპაში სახმელეთო დუელები ჯამურად 220-ჯერ მოიგო.
აი, როგორ გამოიყურება სრული სია:
1. ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლ იუნაიტედი) - 268
2. მოჰამედ კუდუსი (ვესთ ჰემ იუნაიტედი) - 264
3. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 220
4. ჟოაუ პალინია (ფულემი) - 218
5. სავინიო (ჟირონა) - 212