ბრიტანული პრესის ინფორმაციით, 28 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი, ჟოაო პალინია კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. Sky Sports-ის ცნობით, ფეხბურთელი გერმანულ გრანდს ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ შეუერთდება. ცნობილია ასევე ტრანსფერის დეტალებიც - პალინია "ბაიერნთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ყოფილი გუნდი "ფულჰემი" კი, მის სანაცვლოდ 43 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
ჟოაო პალინია გასულ სეზონში ვარდნების მხრივ პრემიერლიგაში საუკეთესო იყო, რაც არ გამოპარვია "ბაიერნის" ახალ მთავარ მწვრთნელ ვენსან კომპანისაც, რომელიც წინა სეზონში ინგლისურ "ბარნლის" ავარჯიშებდა. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "ფულჰემის" მაისურით 33 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო, ახლა კი ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძვის.