იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა და ყოფილმა სპორტულმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც ის ამბობს, ფაქტი, რომ ოსიმენი ხვიჩაზე ბევრად მეტს გამოიმუშავებს, უსამართლო და გაუგებარია.
სხვებისთვის არც ისე იოლად მისაღები ფაქტია, რომ ოსიმენი ყველაზე და ყველაფერზე მეტს გამოიმუშავებს. დიახ, მე მას შევინარჩუნებდი, მაგრამ სხვების უსამართლობის შეგრძნების მესმის.
პირველ რიგში, მესმის კვარაცხელიას უკმაყოფილების შეგრძნება. ვფიქრობ, მისი კონტრაქტი უნდა გადაიხედოს და შესაბამისად დარეგულირდეს.
- თქვა ფედელემ.