საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024 betlive-სთან ინტერვიუში გაიხსენა.
სულ ვამბობ, რომ ფეხბურთი სპორტის იმდენად გამორჩეული სახეობაა, რომ აქ რაღაც განსაკუთრებულის მოხდენა ყოველთვის შესაძლებელია. რთული მეტოქეების ჯგუფში აღმოვჩნდით, მაგრამ ქართული სულისკვეთება გამოვავლინეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელით.
მიხარია, თუ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ჩემი სურვილი გახლდათ, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი კარგად ჩამეტარებინა. ორი თვის განმავლობაში არ გავჩერებულვარ და ყოველდღიურად ვემზადებოდი, რომ ამ ევროპის ჩემპიონატამდე მაქსიმალურად კარგ ფორმაში მივსულიყავი. ვფიქრობ, სეზონის მიწურულის გამო დაღლილობა ოდნავ დამეტყო და ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის გამოვლენა შევძელი. მინდა, რომ მაქსიმალური გავიღო, რათა კიდევ უფრო მეტის ჩვენება შევძლო. აუცილებლად იქნება 100%.
- თქვა გიორგი მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით ქართველის გადაბირების მსურველთა სიას მილანი და მანჩესტერ სიტი დაემატა.