ლონდონის არსენალისა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი არშავინმა რუსებსა და საქართველოს შორის ლეგენდების მატჩის გამართვის სურვილი გამოთქვა.
რუსებმა ასეთი შეხვედრა ბელორუსიასთან უკვე ჩაატარეს და პენალტების სერიაში იმარჯვეს, ახლა კი მათ ანალოგიურის გაკეთება ქართველებთანაც სურთ.
ბელორუსიის დამარცხების შემდეგ, ახლა ამხანაგური მატჩი საქართველოსთანაც უნდა გავმართოთ, რაც ორ ერს კიდევ უფრო დაახლოვებს.
ასეთი თამაშების ჩატარება ჩვენი საერთო ისტორიის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
- ამბობს არშავინი.
სხვათა შორის, არშავინის სურვილს ყოფილი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ამ მატჩში მონაწილეობას სიამოვნებით მიიღებდა.