გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი აბურჯანია თურქული ჰატაისპორიდან კარიერას პორტუგალიურ კლუბ ავსში გააგრძელებს.
ავსი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ახლახანს დაწინაურდა. როგორც დაიწერა, გიორგის ვარიანტები სხვა კლუბებიდანაც ჰქონდა, თუმცა ავსის წინადადებას ბრაზილიელი რონალდოს ფაქტორის გამო დათანხმდა.
საქმე ისაა, რომ ავსის ფაქტობრივი მმართველი სწორედ რონალდოა, სპორტული დირექტორი კი პედრო კორეია გახლავთ, რომელსაც რონალდოსთან მუშაობის დიდწლიანი გამოცდილება აქვს.
სწორედ პედრო კორეია არის ადამიანი, რომელსაც ავსის გაძლიერება გიორგი აბურჯანიას ტრანსფერით სურს, ეს ინფორმაცია კი რონალდოსთანაა შეთანხმებული.