"კვარაცხელია? ყველამ კარგად ვნახეთ, რომ.." - ელიფ ელმასი ხვიჩაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია? ყველამ კარგად ვნახეთ, რომ.." - ელიფ ელმასი ხვიჩაზე საუბრობს

"კვარაცხელია? ყველამ კარგად ვნახეთ, რომ.." - ელიფ ელმასი ხვიჩაზე საუბრობს
10-11-2022, 17:50
Aa Aa
გაზიარება:

იქამდე, სანამ იტალიის სერია A-ში ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს, ჟურნალისტებმა როგორც მოახლოებული მატჩის, ისე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აზრი "ნაპოლის" ჩრდილოეთ მაკედონიელ ფეხბურთელს, ელიფ ელმასს ჰკითხეს:

"უდინეზე? - ისინი საკმაოდ ძლიერები არიან და კონტრშეტევებზე განსაკუთრებით კარგად თამაშობენ. თუ ჩვენ იტალიის ჩემპიონატის მოგება გვინდა, მაშინ ყველა შეხვედრას სერიოზული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. რასაკვირველია, უდინეზესთან მოსაგებად ვითამაშებთ."

"კვარაცხელია? - ხვიჩა თავს კარგად გრძნობს და იმედი მაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება. ყველამ კარგად ვნახეთ თუ როგორ მაღალ დონეზე თამაშობდა ხვიჩა და ღრმად მწამს, რომ დაბრუნების შემდეგაც ასევე გააგრძელებს." - ელიფ ელმასი.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "უდინეზეს" დაპირისპირება 12 ნოემბერს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი