ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უეფა შვეიცარიულ ბაზელს 163 000 ევროს გადასცემს, საამისო მიზეზი კი გაბრიელ სიგუას ევრო 2024-ზე თამაში გახლავთ.
გაბრიელ სიგუას ევრო 2024-ზე არ უთამაშია, თუმცა უეფა ბაზელს სიგუას ევროპის ჩემპიონატზე წასვლის გამო 163 000 ევროს ჩაურიცხავს.
საქმე ისაა, რომ უეფა ყველა იმ კლუბს ჩაურიცხავს კომპენსაციას, რომელთა ერთი ფეხბურთელი მაინც იმყოფებოდა ევრო 2024-ზე. თანხა განისაზღვრება იქიდან გამომდინარე თუ რა დრო გაატარა კონკრეტულმა მოთამაშემ ევრო 2024-ზე.
- წერენ ქართულ მედიაში.
ცნობისთვის, 19 წლის გაბრიელ სიგუას ევროზე საქართველოსთან ერთად წუთიც არ უთამაშია და მიუხედავად ამისა, ბაზელი მისი დახმარებით მაინც დიდ მოგებას მიიღებს.
ქართველი ნახევარმცველი შვეიცარიულ კლუბში 2023/2024 წლების სეზონიდან თამაშობს. სიგუას ბაზელში ამ დრომდე 3 გოლი აქვს გატანილი.