მოგეხსენებათ, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა - ირის ანტამანის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ფინალურ შეხვედრაში მოახერხა და სტუმრად ლიეტუვის ნაკრები 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ გამარჯებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის მეკარემ, თათა გაბუნიამ, რომელმაც ჯერ კიდევ 3 წლის წინ აალაპარა მთელი მსოფლიო, როდესაც შვედეთის უძლიერესი გუნდის, როსენგარდის წინააღმდეგ ერთ მატჩში 21 სეივი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო: