ნაპოლიმ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც კლუბმა ანაუნესს 4:0 მოუგო.
პარტენოპეის რიგებში რამდენიმე ფეხბურთელის დებიუტი შედგა, ესენია: სპინაცოლა, მარინი და კაპრილე, რომელიც ემპოლიში იყო აქამდე განათხოვრებული.
პირველ ტაიმში გოლი სპინაცოლამ გაიტანა, მეორე ნახევარში კი გოლები ვალიდ შედირამ, ჯანლუკა გაეტანომ და სირილ ნგონჟმა გაიტანეს.
კონტეს გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს გამართავს, მეტოქე კი მანტოვა იქნება.