როგორც ბოლო დღეებში იწერებოდა, გიორგი მიქაუტაძემ მონაკოსთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული.
სულ ცოტა ხნის წინ ფრანგულმა L'equipe-მ დაწერა, რომ ქართველმა გადაწყვეტილება შეცვალა და მონაკოს უარი უთხრა!
ამავე გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გეზი ლიონისკენ აიღო, სადაც ის აღიზარდა კიდეც.