სეზონი იწყება, ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის კი ახალი კონტრაქტი ამ დრომდე არ გაუფორმებიათ - აღნიშნულ ფაქტს Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი ჯანკარლო პადოვანიც გამოეხმაურა და საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა:
"კვარა ძლიერი ფეხბურთელია და ევროპის ჩემპიონატიც კარგი ჰქონდა, თუმცა ამომავალი ვარსკვლავი ნამდვილად არ ყოფილ. ნაპოლი როდესაც ამბობს, რომ მას კლუბთან კონტრაქტი აქვს და ვერ წავა, მარტალია.
კლუბი მზად არის ხელფასის სახით 1.5 მილიონიდან 3-4 მილიონამდე გააუმჯობესოს კვარას კონტრაქტი. პრობლემა ისა არის, რომ პსჟ მას 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს.
ახლა თავი ფეხბურთელის ადგილას წარმოიდგინეთ, რა განცდა ექნება, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლია ითამაშოს, თანაც ხელფასი 7.5 მილიონი ექნება?
საბოლოოდ საკითხი როგორ დაიხურება? ეს თავად ხვიჩას გადასაწყვეტია, მაგრამ თუ დარჩება გუნდისთვის დიდ საქმეს გააკეთებს და ქომაგებსაც გაახარებს", - წერს ჟურნალისტი.