არველაძე: "რა მოეწონათ ჩვენში ევროზე?" - შოთა წარმატების მიზეზს ასახელებს » სპორტის ხაზი

არველაძე: "რა მოეწონათ ჩვენში ევროზე?" - შოთა წარმატების მიზეზს ასახელებს

არველაძე: "რა მოეწონათ ჩვენში ევროზე?" - შოთა წარმატების მიზეზს ასახელებს
13-07-2024, 21:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე გამოსვლა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ შეაფასა.

ყველა ქართველებზე საუბრობს – ასე ლაკონურად, მაგრამ მრავლისმეტყველად შეაფასა ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა და ამჟამად ტელეკომპანია TNT Sports-ის ექსპერტმა საქართველოს ნაკრების გამოსვლა. რიო ფერდინანთან შეხვედრაზე ასევე იყვნენ ფაბიო კაპელო, სამი ხედირა, ლუიშ ფიგუ, ჰაბიბი და ყველა ჩვენი ნაკრების სულისკვეთებას აღნიშნავდა. კოპა ამერიკაზე მესის და არგენტინას ცალკე ვგულშემატკივრობდი, ხოლო ევროზე ჩემთვის ყველა მესი და მესიზე ბევრად საყვარელი იყო, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშობდა.

გერმანიაში რაც ვნახე, კიდევ უფრო ემოციური გამოდგა – ეს იყო ქართველი ქომაგებების ჯარი. ყველაზე მეტად ის მიკვირდა, ამდენი პატარა ბავშვი რომ ჰყავდათ ჩამოყვანილი. ჩვენი ყველაფერი მოეწონათ, დროშა, ჰიმნი, ჩვენი ფერები. ეს ყველაფერი მართლა ზღაპარივით იყო. ნანახი მყავს ნიდერლანდელი, შოტლანდიელი, თურქი, ესპანელი და გერმანელი გულშემატკივრები. მეშინოდა, რამე ჩხუბი არ მომხდარიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცოდა, ამდენი ქართველი ერთად როგორ მოიქცეოდა, გულშემატკივრობითა და სიმღერით ერთ-ერთი სანიმუშოები ვიყავით. ეს რიო ფერდინანდმაც აღნიშნა.

- თქვა არველაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი