რეალ მადრიდმა კილიან მბაპეს მაისურების ონლაინ გაყიდვა უკვე დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, გაყიდვებმა პირველივე დღეს რეკორდები მოხსნა.
Madrid Universal--ის ცნობით, სამეფო კლუბმა პირველ დღეს მხოლოდ ონლაინ, 800 000 ევროს ღირებულების მაისური გაყიდა - ცნობისთვის, ეს ჯუდ ბელინგემის მაისურებთან შედარებით, 450%-ით მეტია.
მაღალი მოთხოვნის გამო, სამეფო კლუბი გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოუწოდებს - კილიან მბაპეს პრეზენტაცია კი 16 ივლისაა ჩანიშნული.