სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროს საკვალიფიკაციოს შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ქალთა ნაკრები ბელორუსიას მასპინძლობდა.
ჩვენი გუნდი მატჩის ბოლომდე საყაიმო ანგარიშს ინარჩუნებდა, თუმცა 86-ე წუთიდან ორი ბურთი გაუშვა და საშინაო კედლებში 0:2 დამარცხდა.
საქართველო თავისი ქვეჯგუფის მეორე ადგილს 7 ქულით იკავებს, პირველადგილოსან ბელორუსიას კი 8-ით მეტი აქვს მოპოვებული.
ცნობისთვის, ქალთა ნაკრები თავის მომდევნო შეხვედრას 4 დღეში, 16 ივლისს გამართავს, მეტოქე კი ლიეტუვა იქნება.