როგორც იცით, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი 14 ივლისს შედგება, ერთმანეთს კი ესპანეთი და ინგლისი დაუპირისპირდებიან.
ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა უეფამ დაადასტურა, რომ საფინალო შეხვედრას ფრანგი არბიტრი, ფრანსუა ლეტესიე განსჯის.
სხვათა შორის, მას საქართველოს თამაშიც ჰქონდა ნამსაჯები. 35 წლის არბიტრმა საქართველოსა და ესპანეთის 1/8-ფინალური მატჩი განსაჯა.
აღნიშნულ თამაშში ლეტესიემ და მისმა თანაშემწეებმა ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც როდრის გოლისას თამაშების წესების დარღვევა არ შეიმჩნიეს და ესპანეთს გამათანაბრებელი გოლი უსამართლოდ ჩაუთვალეს.