თამაშებს აწყობდა - ევროს მეორე ნახევარფინალს სკანდალური მსაჯი განსჯის » სპორტის ხაზი

თამაშებს აწყობდა - ევროს მეორე ნახევარფინალს სკანდალური მსაჯი განსჯის

თამაშებს აწყობდა - ევროს მეორე ნახევარფინალს სკანდალური მსაჯი განსჯის
10-07-2024, 18:54
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ევრო 2024-ის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ინგლისისა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის გაიმართება, რომლის გამარჯვებულიც ფინალში ესპანეთს შეხვდება.

აღნიშნული 1/2-ფინალური მატჩის მთავარ არბიტრად უეფამ გერმანელი ფელიქს ცვაიერი დანიშნა, რომელსაც 2006 წელს ბრალი თამაშის ჩაწყობის გამო წარუდგინეს, არბიტრმა კი ბრალდება ოფიციალურად აღიარა.

როგორც გაირკვა, ცვაიერმა 2004 წლის თამაში ვუპერტალსა და ვერდერის მეორე გუნდს შორის ჩააწყო, დანაშაულის აღიარებამ კი გერმანელს ბრალი შეუმსუბუქა და მსაჯობას მხოლოდ 6 თვის ვადით ჩამოაცილა.

სხვათა შორის, ფელიქს ცვაიერი მორიგ სკანდალში 2021 წელს გაეხვა, ამჯერად კი მას საქმე ჯუდ ბელინგემთან ჰქონდა. მიუნხენის ბაიერნისა და დორტმუნის ბორუსიას შეხვედრაში ცვაიერმა ყვითლების კარში საკამათო პენალტი დანიშნა, რაც ჯერ კიდევ დორტმუნდში მყოფმა ბელინგემმა ასე გააპროტესტა:

გერმანიის ლიგის ყველაზე დიდ თამაშს ანდობთ ადამიანს, რომელიც ადრე თამაშებს აწყობდა?!

- თქვა მაშინ ბელინგემმა.

მაშ ასე, ჯუდი და ცვაიერი ერთმანეთს ისევ შეხვდებიან, ამეჯრად ევროს ნახევარფინალში და ამ ორი მხარის ერთად ნახვა საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი