დინამო თბილისმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო. საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის ჩემპიონი მონტენეგროულ მორნარს ეწვია და 2:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ დინამო თბილისისა და აღნიშნული მატჩის შესახებ კომენტარი მეტოქე გუნდის დამრიგებელმა გააკეთა, რომელმაც ყურადღება დინამოელთა მოზრდილ ბიუჯეტზე გაამახვილა.
მოვახერხეთ ისეთი კლუბის დამარცხება, რომელსაც ჩვენზე, შესაძლოა, 50-ჯერ მეტი საშემოსავლო ბიუჯეტი აქვს. დინამო თბილისი ქართული ფეხბურთის გიგანტია, მაგრამ ჩვენი ძალა ბრწყინვალედ გამოვავლინეთ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან მათ ნამდვილი ფეხბურთი ითამაშეს.
- თქვა მორნარის მწვრთნელმა, ზორან ჯურასკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისისა და მორნარის განმეორებითი შეხვედრა 6 დღეში, 18 ივლისს დინამო არენაზე გაიმართება.