ევროპის ჩემპიონატის გასაოცრად ჩატარების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ კიდევ უფრო ბევრი იწერება და მართლაც დიდი შანსია, რომ 2024/2025 წლების სეზონი ქართველმა მეკარემ ახალ კლუბში დაიწყოს.
ბოლო პერიოდში ვალენსიას კარის დარაჯით ყველაზე მეტად ნიუკასლ იუნაიტედი ინტერესდებოდა, თუმცა ესპანური კლუბის მიერ დასახელებულმა 40-მა მილიონმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სატრანსფერო ღირებულების სიძვირიდან გამომდინარე ინგლისელებმა სხვა მეკარის შეძენა გადაწყვიტეს და გიორგისთვის ბრძოლას ჩაეხსნენ, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქართველს მსურველები აღარ ჰყავს.
როგორც ესპანურმა Elgoldigital-მა დაწერა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარისთვის ახლა მადრიდის ატლეტიკო და ლონდონის ჩელსი იბრძვიან, თუმცა ორივეს განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებს.