ბრატისლავის სლოვანის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გუნდის ყოფილ მოთამაშეზე ჯაბა კანკავაზე ისაუბრა - შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 38 წლის ქართველმა სლოვაკურ კლუბთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა და ამ დრომდე გუნდის გარეშეა.
"ჯაბას გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ - მისი წასვლა რთულია, მაგრამ ასეთია ცხოვრება.
კანკავას წასვლის გამო ვწუხვარ. მე ის საკუთარი შვილივით მიყვარს. ჩემი კარიერის 8 წელი გავატარე მასთან და შემიძლია ვთქვა, რომ 8 წელი იბრძოდა ჩემთვის საქართველოს ნაკრებსა და სლოვანში.
ის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი, ყველაზე ერთგული და საუკეთესო ფეხბურთელია. არ ვიცი გააგრძელებს თუ არა ზოგადად საფეხბურთო კარიერას, ძალიან იდუმალი ადამიანია, მაგრამ დიდი გულით, სიმშვიდით და მოკრძალებით. ჩვენ ყველას ძალიან გვენატრება ჯაბა", - განაცხადა ვაისმა.