ესპანეთმა საფრანგეთს ევროს ნახევარფინალურ შეხვედრაში პირველი ტაიმი 2:1 მოუგო, სადაც ქართველი ფანებისთვის ცუდი რამ მოხდა.
დე ლა ფუენტეს გუნდიდან გოლის გატანით თავი დანი ოლმომ გამოიჩინა, რომელსაც ახლა 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს ანგარიშზე.
ამ მონაგარით დანი ოლმომ გიორგი მიქაუტაძეს ოფიციალურად გადაუსწრო, რადგან ქართველს 3 ბურთი და ერთი საგოლე პასი აქვს მითვლილი.
ამდენად, ახლა ოქროს ბუცის აღების მთავარი კანდიდატი სწორედ ოლმოა, რომელსაც კონკურენციას ფაბიან რუისი, კოდი გაკპო, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი და სხვები გაუწევენ.