დინამო ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ გამამხნევებელი სიტყვით მიმართა.
"თუ შეძლო საქართველოს ნაკრებმა იმაზე ძლიერი მეტოქეების დამარცხება, ვიდრე ჩვენი შესაძლებლოები იყო - ესეიგი ჩვენც შეგვიძლია. როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, მინდვრის ყველა გოჯისთვის ვიბრძოლოთ", - განაცხადა ბერიძემ.
ცნობისთვის, დემჩენკოს გუნდი ბულგარეთის ჩემპიონ ლუდოგორეცს გასვლაზე 10 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება.