გუშინ ევრო 2024-ის ბოლო 1/4-ფინალური დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც ნიდერლანდებმა თურქეთს 2:1 მოუგო.
ამ მატჩის დასრულების შემდეგ ნიდერლანდების ქალაქ ჰააგადან თურქების დაპატიმრების ამსახველი კადრები გავრცელდა.
როგორც დაიწერა, თურქმა ფანებმა მეტოქე გუნდის ქვეყანაში ჩხუბი ატეხეს და ადგილობრივებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, - იხილეთ ვიდეო
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არაერთი თურქი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტთა ჯგუფის, "რუხი მგლების" წარმომადგენელია.